დაიბადა 1866 წლის 11 მაისს. დაამთავრა გორის საოსტატო სემინარია. სხვადასხვა დროს მასწავლებლად მუშაობდა კახეთში-ვეჯინის, ბოდბისა და სიღნაღის სკოლებში, აგრეთვე დუშეთში, მაღაროსკარში (ფშავში), ბასრისახოში (ხევსურეთი). ვაჟასავით მასაც მშოთვარე და დაუდგრომელი ხასიათი გამოჰყვა. ღირსების დასაცავად არასოდეს უკან არ დაიხევდა, თუნდაც სიკვდილი დამუქრებოდა. ვეჯინში მასწავლებლობის დროს ჩხუბში მძიმედ დაიჭრა, მაგრამ მაინც არ ისვენებდა, გავიდა ხანი და ჩაფარი (სოფლის პოლიციელი) შემოელახა...
ძირითადად წერდა ლირიკულ-პატრიოტულ ლექსებს, რომლებშიც საქართველოსა და ქართველთა გამარჯვებას ნატრობდა, როგორც მაგალითად, 1882 წელს დაწერილ ლექსში
,,სიმღერა''
,,ნეტა ვერ შევესწრობია
დამარცხებისა მტრისასა,
გაჰღვიძებოდეს ქართველსა,
ვადას ჰფერავდეს ხმლისასა,
ნათელი გადაჰდიოდეს,
ლაჟვარდს ივერის ცისასა”.
დამარცხებისა მტრისასა,
გაჰღვიძებოდეს ქართველსა,
ვადას ჰფერავდეს ხმლისასა,
ნათელი გადაჰდიოდეს,
ლაჟვარდს ივერის ცისასა”.
ბაჩანა გარდაიცვალა თბილისში, 1927 წლის 17 დეკემბერს. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.
სალომე ბიგვავა VIგ